საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ თსუ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართება ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასწყისში (დრო დაზუსტდება) თსუ პირველი კორპუსის ეზოში.
ამ ღონისძიების მომზადების მიზნით, დაგეგმილია მანტიებისა და ქუდების წინასწარი გაცემა და კურსდამთავრებულთა ფოტო და ვიდეო გადაღებები. ამ მიზნით, გთხოვთ, ყველა კურსდამთავრებული მობრძანდეთ შაბათს, 22 ივლისს, თსუ პირველ კორპუსში (ი.ჭავჭავაძის N1). სადაც გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
1. 17:00 საათიდან დაიწყება მანტიებისა და ქუდების გაცემა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის თსუ პირველი კორპუსის 220-ე აუდიტორიაში;
2. 18:00 საათზე დაიწყება საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღება თსუ პირველი კორპუსის ეზოში.
3.19:00 საათიდან მოხდება კურსდამთავრებულების ფოტოგადაღება პირველი კორპუსის 306-ე აუდიტორიაში.
ფოტო და ვიდეო გადაღებების შემდეგ, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მანტია და ქუდი დროებით დაიტოვოთ თქვენთან და დააბრუნოთ მხოლოდ კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიების ჩატარების შემდეგ.

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!
ყველას გელით 22 ივლისს, შაბათს, 17:00 საათიდან!

თარიღი: 20/07/2023